თბილისის ფილიალები
ორშაბათი- პარასკევი : 09:00-20:00
შაბათი : 10:00 – 18:00
კვირა : 10:00-15:00
რეგიონის ფილიალები
ორშაბათი- პარასკევი : 09:00-18:00
შაბათი : 10:00 – 15: 00
რაზე მოწმდება მანქანა ?
რა საბუთებია საჭირო ტექინსპექტირების გასავლელად ?
შეიძლება ჩემი ავტომობილი სხვამ მოიყვანოს ტექინსპექტირებაზე?
ავტომობილის მოყვანა ტექინსპექტირებაზე ნებისმიერ პირს შეუძლია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პირი ავტომობილის მფლობელი, მთავარია თან იქონიოს ავტომობილის ტექ.პასპორტი, ტექპასპორტის ასლი ან ფოტოსურათი.
განმეორებით ინსპექტირებაზე გრინვეის სხვა ფილიალში რომ მივიდე შეიძლება?
დიახ, განმეორებით ინსპექტირებაზე გრინვეის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ მoბრძანდეთ.
რამდენ ხანს გრძელდება ტექინსპექტირების პროცესი ?
ავტომობილის სრულ შემოწმებას დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება.
ტექინსპექტირების გასავლელად დაჯავშნა აუცილებელია ?
ზოგადად, ჯავშანი აუცილებელი არ არის , ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ტექინსპექტირების გასავლელად. დაჯავშნის შემთხვევაში არ მოგიწევთ რიგში დგომა.
დაჯავშნის შემთხვევაში რიგში დგომა მაინც მომიწევს?
თქვენ აუცილებლად მიიღებთ კონკრეტულ დროს მომსახურეობას, უპირატესობა ყოველთვის ენიჭება დაჯავშნილ ავტომობილს.
იმ შემთხვევაში თუ შეფერხებაა, შესაძლებელია ადგილზე ცოტახანი მოგიწიოთ ლოდინი. პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გრინვეის ცხელ ხაზს : 032 2 99 77 77 ან მოგვწერეთ ფეისბუქზე - https://www.facebook.com/umartivesad.ge
ვარ იურიდიული პირი/ინდმეწარმე , მინდა რომ ჩემი კომპანიის ავტომობილებს თქვენთან ჩავუტარო ტექინსპქტირება , როგორ მოვიქცე?
ამ შემთხვევაში შესაძლებელია გრინვეისთან ხელშეკრულების გაფორმება , დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 032 2 99 77 77 ან მოგვწერეთ ფეისბუქზე - https://www.facebook.com/umartivesad.ge
ტექინსპექტირების ოქმი სად შეიძლება ვნახო ?
ტექინსპექტირების დასრულებისთანავე ავტომობილის მფლობელის მობილურზე იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება,სადაც ნახავთ ავტომობილის სტატუსს და ასევე გამოგეგზავნებათ ოფიციალური ტექინსპექტირების დოკუმენტის ლინკი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გახსნათ . თუ სხვა დანიშნულებისთვის გჭირდებათ ტექინსპექტირების დოკუმენტის ბეჭდური ვერსია , შეგიძლიათ სმს-ის მიღებისთავანავე ამოაბეჭდინოთ ფილიალში, ამოპრინტოთ ლინკიდან ან თუ მოგვიანებით დაგჭირდებათ, მიბრძანდეთ გრინვეის ნებისმიერ ს/ც-ში ბეჭდური ვერსიის მისაღებად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 2 99 77 77 ან მოგვწერეთ ფეისბუქზე - https://www.facebook.com/umartivesad.ge
რა ღირს პირველადი ტექინსპექტირება?
ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.
რა ღირს განმეორებითი ტექინსპექტირება?
ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.
გრინვეის ფილიალებში ადგილზე გადახდა შესაძლებელია:
ბარათით გადახდის შემთხვევაში ანგარიშიდან გეჭრებათ ზუსტად 60, 48 ან 100 ლარი (ავტომობილის კატეგორიის შესაბამისად ).
თუ ნაღდი ანგარიშსწორება გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სწრაფი გადახდის აპარატი. ამ შემთხვევაში, ინსპექტირების საფასურს დაემატება საკომისიო. მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში აპარატში უნდა შეიტანოთ 60 +1 ლარი, სატვირთოს შემთხვევაში 100 + 2 ლარი, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში 48 + 1ლარი ( გაითვალისწინეთ , რომ ეს თანხა უნდა იქონიოთ ზუსტად , რადგან ადგილზე გრინვეის პერსონალს თანხის დახურდავების უფლება არ აქვს).
თუ გსურთ თანხის წინასწარ გადახდა , ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ :
მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილები როგორ გაივლიან ტექინსპექტირებას?
თუ ავტომობილი საქართველოში რეგისტრირებულია 2020 წლის 1 აპრილამდე და მას საჭე უკვე გადატანილი ჰქონდა ამ თარიღამდე, ის არ დახარვეზდება ამ მიზეზის გამო.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის 1 აპრილიდან და ამის შემდეგ მოხდა მათზე საჭის გადატანა, ტექინსპექტირებას ვერ გაივლიან.
ასევე, დახარვეზდება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც 2020 წლის 1 აპრილიდან გაიარეს ტექინსპექტირება, ანგარიშში დაფიქსირდა მათი საჭის მდებარეობა და ამის შემდეგ მოხდა საჭის გადატანა.
კატალიზატორი სავალდებულოა ტექინსპექტირების გავლისას ?
2020 წლის 1 აპრილამდე საქართველოში პირველად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კატალიზატორი არ არის სავალდებულო.
2020 წლის 1 აპრილის შემდეგ საქართველოში პირველად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კატალიზატორი სავალდებულოა.
რა ნორმები უნდა დააკმაყოფილოს გამონაბოლქვმა ?
2025 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 აპრილამდე საქართველოში პირველად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%.
2020 წლის 1 აპრილის შემდეგ საქართველოში პირველად რეგისტრირებული, ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სავალდებულოა:
CO-ს დონე არაუმეტეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%-სა
კოეფიციენტი ლამბდა არ უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ დადგენილ სიდიდეს, ამ ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში კი – 1 ± 0,03-ს;
მხოლოდ აირზე (CNG/LPG/LNG) მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი ექვემდებარება შემოწმებას დადგენილი პარამეტრების შესაბამისად:
CO-ს დონე არაუმეტეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი
ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%-სა - ლამბდა არა მოწმდება.
დიზელის ძრავიან ავტომობილებზე:
ჩვეულებრივი დიზელის ძრავებისთვის – 2,5 m-1-ს,
დიზელის ძრავებისთვის ტურბოჩაბერვით – 3,0 m-1-ს;
ქარხნულად უკატალიზატორო ავტომობილებზე:
– იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1987 წლის ჩათვლით– 4,5 %-ს;
– იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1988 წლის 1 იანვრიდან – 3.5 %-ს;
გამონაბოლქვი თუ შავია ვერ გავივლი ტექინსპექტირებას?
ვიზუალური შემოწმებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად აკმაყოფილებს გამონაბოლქვი კანონით დადგენილ ნორმებს. თუმცა, ვიზუალურაი შემოწმებისას შავი, ნაცრისფერი ან ლურჯი ფერის შემთხვევაში დახარვეზდება, თეთრის - არა.
საქარე მინაზე მაქვს პატარა ბზარი, ამის გამო ვერ გავივლი ტექინსპექტირებას?
მინამწმენდების არეაში დაუშვებელია ბზარების ან და ლაქების არსებობა. ხარვეზის ხარისხი ინსპექტირების ცენტრში დგინდება, უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ფილიალში მოიყვანოთ ავტომობილი ადგილზე რომ შეფასდეს დაზიანების ხარისხი. მინამწმენდის არეში დასაშვებია მხოლოდ 5 მილიმეტრამდე ნაკენჭურების არსებობა.
ფარი გატეხილია, გაბზარულია და ვერ გავივლი?
უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით , თუ ფარი გატეხილი ან გაბზარულია ტექინსპექტირებას ვერ გაივლით .
რა უნდა გავითვალისწინო საბურავებთან დაკავშირებით ტექინსპექტირების დროს?
სანისლე ფარები ( ე.წ ტუმანიკები) არ მუშაობს , ამის გამო ვერ გავივლი ტექინსპექტირებას?
თუ ავტომობილს აქვს სანისლე ფარების ჩამრთველი , ფარებიც უნდა უმუშავებდეს, თუ არ აქვს ჩამრთველი მაშინ არაა პრობლემა.
როგორ მოწმდება ავტომობილები ხმაურზე ?
2023 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური რეგლამენტით დაემატა ავტომობილის ხმაურის შემოწმება.
ავტომობილის ხმაურზე შემოწმების გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანო.
ხმაურის შემოწმდება შემდეგი კრიტერიუმებით:
უმნიშვნელო ხარვეზი:
ბენზინი:
M1, N1 კატეგორია - 95 (დბ) – 105 (დბ)- შორის
M2, N2 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
· M3, N3 კატეგორია -105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
დიზელი:
M1, N1 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
·M2, N2 კატეგორია - 105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
· M3, N3 კატეგორია -110 (დბ) – 120 (დბ)-შორის
მნიშვნელოვანი ხარვეზი:
ბენზინი:
· M1, N1 კატეგორია - აღემატება 105 (დბ)-ს
· M2, N2 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
· M3, N3 კატეგორია -აღემატება 115 (დბ)-ს
დიზელი:
· M1, N1 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
· M2, N2 კატეგორია - აღემატება 115 (დბ)-ს
· M3, N3 კატეგორია -აღემატება 120 (დბ)-ს
რა მოწმდება განმეორებით ინსპექტირებაზე?
განმეორებითი ინსპექტირების დროს ავტომობილი მოწმდება იმ დეტალებზე, რაზეც დახარვეზდა. თუ პირველადი ინსპექტირების დროს მაყუჩი იყო დახარვეზებული, განმეორებით ვიზიტზე შემოწმდება გამონაბოლქვზეც. ასევე მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური მხარე.
რომელ სატრანსპორტო საშუალებებს არ უწევს ტექინსპექტირება?
რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ჩემს ავტომობილს ტექინსპექტირება?
თუ თქვენს ავტომობილს უკვე შეუსრულდა 4 წელი, მაგრამ ჯერ არ გამხდარა 8 წლის, მაშინ ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდება ინსპექტირება. ხოლო თუ თქვენი ავტომობილი უკვე 8 წლის გახდა, მაშინ ინსპექტირების გავლა ყოველ წელს მოგიწევთ .
ახალ ავტომობილებს სჭირდება ტექინსპექტირება?
თუ ავტომობილის გამოშვებიდან არ გასულა 4 წელი, ტექინსპექტირების ჩატარება აუცილებელი არ არის.
აღნიშნული ინფორმაცია ეხება მსუბუქ ავტომობილებს.
განბაჟებიდან რამდენ ხანში უნდა ჩავუტარო ავტომობილს ტექინსპექტირება?
ავტომობილს განბაჟებიდან 30 კალენდარული დღე ენიჭება ტექინსპექტირების ჩასატარებლად.
ავტომობილი გადმოვიფორმე და ნომერი შევცვალე და თავიდან უნდა ჩავუტარო ტექინსპექტირება?
ტექინსპექტირების თარიღი ენიჭება ავტომობილის ვინ კოდს და არა ნომერს , შესაბამისად გადაფორმების და ახალი ნომრის აღების შემთხვევაში ტექინსპექტირების თავიდან ჩატარება არ მოგიწევთ . გადაყვება იგივე ტექ.ინსპექტირების ვადა , რაც ქონდა წინა ნომრით.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ვერ გავიარე ტექინსპექტირება?
თუ თქვენმა ავტომობილმა ბოლო ინსპექტირება გაიარა წარმატებით და პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდა, მოგენიჭებათ 30 კალენდარული დღე, ამ 30 დღის განმავლობაში გამოსწორებული ხარვეზით შეგიძლიათ მობრძანდეთ გრინვეის ნებისმიერ ფილიალში , ამ შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 20 ლარით (M1 ,N1 ,O3 ,O4 ) 30 ლარით ( M2,M3,N2,N3), 15 ლარით (ელექტრომობილები).
რა შემთხვევაში ენიჭება მანქანას 10 დღიანი ტექინსპექტირების ვადა ?
თუ თქვენმა ავტომობილმა ბოლო ინსპექტირება გაიარა წარუმატებლად , და პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდა ამჯერად ავტომობილის მფლობელს მიენიჭება 10 კალენდარული დღე და განმეორებით ვიზიტზე გადაიხდის პირველადი ინსპექტირების საფასურს.10 დღიანი ვადა ავტომფლობელს მიეცემა იმ დრომდე და იმდენჯერ, სანამ ავტომობილის მნიშვნელოვან და სახიფათო ხარვეზებს არ აღმოფხვრის.შესაბამისად, ყოველ ჯერზე, მანამ, სანამ არ გაივლის წარმატებით ტექინსპექტირებას, გადაიხდის პირველადი ტექინსპექტირების ღირებულებას და გაივლის პირველად ინსპექტირებას.
ტექინსპექტირების გადავადება შეიძლება ?
სამწუხაროდ გადავადება კანონის ფარგლებში არ ხდება , უნდა გაიაროთ შესაბამის ვადებში, რათა არ დაჯარიმდეთ . ტექინსპექტირების ვადა მანქანას მიენიჭება იმ დღიდან როცა გაივლით .
რამდენია ჯარიმა ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო ?
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით :
ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო ფიზიკური პირი ჯარიმდება 50 ლარით , იურიდიული პირი 200 ლარით .
ავტომობილის ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექინსპექტირებას, დაეკისრება ჯარიმა -150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს - 300 ლარის ოდენობით.
იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, ჯარიმის ოდენობა გაიზრდება - ფიზიკური პირის შემთხვევაში 300 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარამდე.
კვლავ 30 დღის გასვლის შემდგომ იგივე სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის არის 500 ლარი, იურიდიული პირისთვის - 700.
გაითვალისწინეთ, 500 ლარიანი და 700 ლარიანი ჯარიმის ოდენობა მოქმედებს ყოველ მომდევნო 30 დღეზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზს : 032 2414242 ჯარიმების გადამოწმება შეგიძლიათ საიტზე : www.police.ge
წინასწარ რომ ჩაგირიცხოთ თანხა/დავჯავშნო ვიზიტი მაინც დავჯარიმდები?
თანხის ჩარიცხვა ან ვიზიტის დაჯავშნა და ტექინსპექტირების ჯარიმა ერთმანეთთან კავშირში არაა, ინფორმაცია შსს-ში იგზავნება უკვე გავლილ ტექინსპექტირებაზე და არა თანხის ჩარიცხვაზე. ამიტომ ეცადეთ დროულად გაიაროთ ტექინსპექტირება.
სად შეიძლება გადავამოწმო ტექინსპექტირების ჯარიმა თუ მიფიქსირდება?
ჯარიმა შეგიძლიათ გადაამოწმოთ საპატრულო პოლიციის საიტზე (www.police.ge) ან დაუკავშირდეთ მათ ცხელ ხაზს : 032 2 41 42 42
რას ნიშნავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ხილული გამონაბოლქვის გამო დაჯარიმება?
2023 წლის 04 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო.
გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.
ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) - 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით.
იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით.
მხოლოდ 15 დღის განმავლობაში არ დაჯარიმდება მეორედ.
დამაჯარიმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხილული გამონაბოლქვის გამო , როგორ მოვიქცე? გასაჩივრება როგორ ხდება?
ფ/პ პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე, თავისი ხარჯით, სათანადო სატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტარებს ინსპექტირებას და დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბლქვი დადგენილ ნორმას შეესაბამება, გასაჩივრება ხდება წერილობითი ფორმით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. თბილისი - ვლადიმერ წითლანაძის 1 შესახევევი N1, რუსთავი - ფიროსმანის ქ. N19, ქუთაისი - სადგურის მოედანი 3ა, ბათუმი - პუშკინის ქ. N 145. ცხელი ხაზი: T-153
ითვალისწინებს თუ არა კანონი, იმ შემთხვევას როდესაც მომხმარებელს ინსპექტირებიდან მინიჭებული აქვს საშეღავათო 30 ან 10 კალენდარული დღე ?
-არა, არ ითვალისწინებს,თუ დაინახავს რომ ხილული გამონაბოლქვი აქვს, მაინც დააჯარიმებს, გაითვალისწინებს მხოლოდ 15 დღეს, რომელიც წინა ჯარიმიდან უნდა იყოს გასული.
რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს ტექინსპექტირება თუ ვსარგებლობ ტაქსის ლიცენზიით ?
ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილებისთვის ტექინსპექტირების ჩატარება აუცილებელია 6 თვეში ერთხელ.
ტაქსის ლიცენზია გავაუქმე და ინსპექტირების ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება?
თუ ლიცენზია გაუქმდა, ან/და მოიხსნა ავტომობილი უნდა გაატაროთ ტექინსპექტირება მაინც იმ ვადაში რაც გიწევდათ ლიცენზიის დროს. მაგალითად: თუ გაიარეთ ტექინსპექტირება 5 თვის წინ და ლიცენზიის შემთხვევაში ტექინსპექტირების ვადა არის 6 თვე მოგიწევთ მეექვსე თვეში გაატაროთ და უკვე ამ გატარებაზე მიიღოთ ერთწლიანი ან ორწლიანი ვადა ,ავტომატურ რეჟიმში ლიცენზიის გაუქმებასთან ერთად არ გახანგრძლივდება ტექინსპექტირების ვადა.
ტაქსის ლიცენზიის აღება მინდა და ტექინსპექტირება როდის უნდა გავიარო?
ტაქსის ნებართვაზე ავტომობილის დამატებისას მოწმდება ბოლო 6 თვეში აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი ტექინსპექტირება თუ გასული 6 თვის ვადაში გავლილი აქვს ,შესაძლებელია ნებართვაზე დამატება. ტექინსპექტირების გავლიდან 6 თვის შემდეგ თუ ხელახლა არ გაივლის ავტომობილი ტექინსპექტირებას ავტომობილი მოიხსნება ნებართვიდან (A კატეგორიის შემთხვევაში). ხოლო B კატეგორიის შემთხვევაში გაუქმდება ნებართვა.
იმ შემთხვევაში, თუ არ განაცხადებთ, მიენიჭება შესაბამისი ვადა ერთწლიანი/ორწლიანი თუმცა ლიცენზიის აღების შემდეგ, მაინც 6 თვეში უნდა გაატაროთ, იმის მიუხედავად ერთწლიანი თუ ორწლიანი ვადა აქვს ტექინსპექტირებას, რომ არ გაუქმდეს ლიცენზია და არ დაჯარიმდეთ.
მაქვს ტექინსპექტირების ვადა ორწლიანი ან ერთწლიანი, ტაქსის ლიცენზიის გამო მაინც 6 თვეში უნდა გავიარო ?
დიახ, იმისათვის რომ ტაქსის ლიცენზია არ შეგიჩერდეთ, აუცილებელია ტექინსპექტირება გაიაროთ ტაქსის ლიცენზიის აღებიდან 6 თვის შემდეგ , მიუხედავად იმისა მანამდე რამდენ წლიანი ინსპექტირების თარიღი ქონდა მინიჭებული ავტომობილს (B კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში ). A კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში ავტომობილი ვალდებულია გაიაროს ტექინსპექტირება ტექინსპექტირების გავლიდან 6 თვეში.
ტაქსებისთვის ტექინსპექტირების ვადა , წინა ტექინსპექტირების ვადიდან ითვლება თუ ლიცენზიის აღებიდან ?
ტექინსპექტირების ვადა ითვლება ლიცენზიის აღებიდან(B კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში ). A კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში ავტომობილი ვალდებულია გაიაროს ტექინსპექტირება ტექინსპექტირების გავლიდან 6 თვეში.
4 წლამდე ავტომობილებს ან იმ ავტომობილებს რომელთაც 2 წლიანი ტექინსპექტირების ვადა ენიჭებათ წლოვანებიდან გამომდინარე , ტაქსის ლიცენზიის აღებიდან მაინც 6 თვეში უწევს ტექინსპექტირების გავლა ?
დიახ. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ტაქსის ლიცენზიით, აუცილებელია ტექინსპექტირების გავლა 6 თვეში ერთხელ , მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკისაა ავტომობილი.
ტაქსის ლიცენზიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის ვის უნდა დავუკავშირდე ?
ტაქსის ლიცენზიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზს : 032 2 72 22 22
ჩვენს სერვის ცენტრებში ავტომობილების გაზის სისტემის შემოწმება არ ხდება,შესაბამისად აუცილებელია:
1.შესაბამისი ცენტრის მიერ გაცემული გაზის სისტემის გამართულობის სერტიფიკატის წარდგენა გრინვეის ს/ც-ში .
2.ავტომობილის ტექ.პასპორტში მითითებული ინფორმაცია , რომ მანქანა მუშაობს გაზზე
გაზის საბუთის წარდგენა აუცილებელია თხევად გაზზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაშიც.
ჩემი ავტომობილი გაზზე მუშაობს , თუმცა ტექ.პასპორტში ეს ინფორმაცია არაა მითითებული , ამის გამო ვერ გავივლი ტექინსპექტირებას?
აუცილებელია, რომ ტექ.პასპორტში მითითებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს ავტომობილის მდგომარეობას , შესაბამისად თუ თქვენი ავტომობილი გაზზე მუშაობს და ეს ტექ.პასპორტში მითითებული არაა, ეს იქნება ხარვეზის საფუძველი , რომელიც 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ გამოასწოროთ .
შარშან თქვენთან გავიარე ინსპექტირება და გაზის საბუთი დავკარგე , თავიდან რომ არ ავიღო შენახული არ გექნებათ?
გაზის საბუთის წარმოდგენა ყოველი ტექ.ინსპექტირების დროს აუცილებელია .
რა სიახლეები იგეგმება 2025 წლიდან ავტომობილების ტექინსპექტირების პროცესში ?
2025 წლის 1 იავრიდან იგეგმება ტექინსპექტირების რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედება, რაც შეეხება ბენზინის ძრავისთვის მხოლოდ გამონაბოლქვის სტანდარტის ცვლილებას.
სიახლე შეეხება იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე.
2025 წლის 1 იანვრის შემდგომ მათი ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენებოდა შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%;