როგორ უნდა მოვემზადოთ გრინვეიში გასაუბრებისთვის ?
10 April, 2025
გასაუბრება ხშირად გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული. უმეტესწილად ამას განაპირობებს პოტენციური დამსაქმებლისათვის თავის მოწონებისა ან საკუთარი თავის კარგად წარმოჩენის სურვილი. მაგრამ ამავე დროს გასაუბრებაზე მოსულებს ხშირად ავიწყდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი - საკუთარი ინტერესების და რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს პოტენციური დამსაქმებელი თქვენი უნარების რეალურად დანახვას.
 
ასევე მნიშვნელოვანია წინასწარ ფლობდეთ გარკვეულ ინფორმაციას იმ კომპანიის შესახებ, სადაც გასაუბრებაზე მიდიხართ. მარტივადაა შესაძლებელი წინასწარ გაეცნოთ, მაგალითად, სოციალურ ქსელებში თუ რას საქმიანობს ორგანიზაცია, სად აქვს ფილიალები, რა აქტივობებს ახორციელებს და სხვა.
 
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ გრინვეიში ინსპექტორის ან ინსპექტორის ასისტენტის პოზიციით, უმჯობესია გასაუბრებაზე ხაზი გაუსვათ თქვენ მოტივაციას. ისაუბრეთ რატომ ხართ დაინტერესებული ავტოსფეროთი და ხაზი გაუსვით თუკი მანქანები გიყვართ. ასე გასაუბრება თქვენთვისაც უფრო საინტერესოდ ჩაივლის, რადგან გექნებათ კონკრეტული კითხვები, რაზეც პასუხებს მიიღებთ.
 
თუკი გხიბლავთ გრითერ-ოპერატორის ვაკანსია უფრო მნიშვნელოვანია დაინტერესებული იყოთ სერვისით და მომსახურებით. რადგან თქვენი ინტერესი დაგეხმარებათ განვითარდეთ, წინ წაიწიოთ ან დაწინაურდეთ.
 
ბუნებრივად ისაუბროთ თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებზე. თქვენ წარმატებებსა თუ მისწრაფებაზე, რადგან საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ქმნის თქვენ პიროვნებას. შეგიძლიათ არ შემოიფარგლოთ მშრალი ინფორმაციით, რომელიც შესაძლებელია მარტივად სანახავი იყოს თქვენ რეზიუმეშიც. პირიქით, ეცადეთ თქვენი თვისებები მაქსიმალურად წინ წამოწიოთ.
 
არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გასაუბრებაზე მოსვლისას იყოთ გულწრფელი, დასვათ მაქსიმალურად ბევრი კითხვა და გამოხატოთ ინტერესი. ამით ორივე მოსაუბრე გაიცნობს ერთმანეთს - თქვენ კომპანიას, ხოლო HR – თქვენ.